22:28 | 2020-03-12 ავტორი: თამთა თორდია

კორონავირუსის გამო საქართველოსა და რუსეთის შეხვედრა გადაიდო

კორონავირუსის გამო საქართველოსა და რუსეთის შეხვედრა გადაიდო

საქართველოსა და რუსეთის შეხვედრა გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ რაგბის კავშირი ავრცელებს.

 

„კორონავირუსის გამო ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაცია, რაგბი ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ასევე მის მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირი შეჩერდეს მინიმუმ 15 აპრილამდე“,- წერია რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

 

მატჩის ჩატარების ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები