18:14 | 2020-03-17 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის გამო, საქართველოს რკინიგზაში მგზავრთა რაოდენობა შემცირდა

კორონავირუსის გამო, საქართველოს რკინიგზაში მგზავრთა რაოდენობა შემცირდა

კორონავირუსის გამო საქართველოს რკინიგზაში მგზავრთა რაოდენობა შემცირდა. მგზავრების ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდის მატარებლის 12-მდე მგზავრმა იმგზავრა.

 

საქართველოს რკინიგზაში ადასტურებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო მგზავრთა ნაკადი შემცირებულია.

 

„მატარებლით მგზავრთა გადაადგილება შემცირებულია. თუმცა მატარებლის მგზავრობის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ თითეულ ვაგონს უტარდება დეზინფექცია სპეციალური ხსნარით“, – ამბობენ რკინიგზაში.

 

როგორც ბათუმის რკინიგზის სადგურის პრესსამსახურმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა ბოლო სამი დღის განმავლობაში საგრძნობლად იკლო მგზავრთა რაოდენობამ.

 

„თბილისის მიმართულებით ნაკადი  ჯერ განახევრდა, ახლა კი მატარებლით რამდენიმე ადამიანი მგზავრობს. უმეტესობა პირბადეს იყენებს და სანიტარული წესების დაცვით მგზავრობს. ვისაც პირბადე არ აქვს მატარებელში ურიგებენ “, – აცხადებს პრესსამსახური.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X