09:07 | 2020-03-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კორონავირუსის გამო, იტალიაში სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა კომერციული დაწესებულება დაიხურება

კორონავირუსის გამო, იტალიაში სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა კომერციული დაწესებულება დაიხურება

კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა კომერციული დაწესებულება დაიხურება. ამის შესახებ Dailymail- წერს.

 

„ძალიან ვაფასებ თქვენს ძალისხმევას. დადგა დრო, მომდევნო ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენ ვხურავთ ყველა კომერციულ დაწესებულებას, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა“, – განაცხადა ტელემიმართვაშიტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ.

 

იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, მუშაობას გააგრძელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე ბანკები და სადაზღვევო კომპანიები. ქარხნები კი, მუშაობას უსაფრთხოების ზომების დაცვით გააგრძელებენ.

 

იტალიაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 196 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, იტალიაში გარდაცვლილთა რიცხვი 827-ს შეადგენს. ამასთან, ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა 2000-ით და ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ამჟამად იტალიაში კორონავირუსის დიაგნოზი 12462 ადამიანს აქვს.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები