fbpx
13:00 | 2020-03-20 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება

კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება

„ჩინეთის რესპუბლიკამ გამოყო საჩუქრად 1000 ტესტი, რომელიც შემდეგ კვირას საქართველოში ჩამოიტანენ. -ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, გრძელდება მოლაპარაკებები კორეის სახელმწიფოსთან, რის შედეგადაც საქართველო დამატებით 200 ათას ტესტს ელოდება.

 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რომელი სწრაფი ტესტის სახეობა იქნება საქართველოში შემოტანილი.

 

ჩინეთის რესპუბლიკამ გამოყო საჩუქრად 1000 ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში. ჩვენი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით მოხდება სწრაფი ტესტირება იმ პირებზე, რომლებზეც გვექნება ეჭვი კორონავირუსთან მიმართებაში.

 

ველოდებით დამატებით 200 ათას ტესტს. შესაბამისად, მოქალაქეებს ექნებათ იმის საშუალება, რომ მიიღონ მომსახურება ამ მიმართულებითაც“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან

 

 

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 43 ადამიანს.

 

დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს.

კარანტინის რეჟიმში რჩება 1925 ადამიანი.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ.

 

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს.

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

 

შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

 

აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.

 

ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

 

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.

ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 99 ადამიანი.

 

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისადა თვითიზოლაციისწესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

ასევე საინტერესოაკორონავირუსი საქართველოში – ვინ არიან დაინფიცირებულები

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X