11:57 | 2020-08-31 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, ხუთი ბათუმში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, ხუთი ბათუმში გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ორი თურქეთის მოქალაქე, საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლია. ისინი საკუთარი სურვილით დღეს დილით თურქეთის რწსპუბლიკაში გადაიყვანეს.

 

ორი ინფიცირებული საკარანტინო სივრციდანაა, მათ უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ხოლო ერთი თბილისში დადასტურებული შემთხვევისის კონტაქტია, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

18 ინფიცირებული და 19 გამოჯანმრთელებული - ბოლო მონაცემები კორონავირუსზე
2020-08-3118 ინფიცირებული და 19 გამოჯანმრთელებული - ბოლო მონაცემები კორონავირუსზე

„სამი პაციენტიდან, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, ორი საკარანტინე სივრციდანაა, ხოლო ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამჟამად განყოფილებაში რჩება 28 კოვიდინფიცირებული. აქედან თორმეტს აღენიშნება პნევმონია, სხვადასხვა ხარისხის. სხვა პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტი არ გვყავს“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები