11:21 | 2020-04-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი ამერიკას უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი მათ ცენტრშია მოთავსებული.

 

„შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი ჩვენთან არის მოთავსებული. წყარო არის ამერიკა. ჩვენს ცენტრში 195-დან 69 პაციენტია დადასტურებული“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

 

  • გამოჯანმრთელებულია 39 ადამიანი.

 

  • კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 პირი.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X