11:30 | 2020-09-03 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 6 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 6 აჭარაში გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობში აჭარაში კორონავირუსის 6 ახალი ლაბორსტორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. აქედან ორი შემთხვევა გუშინ გაჟღერდა (საატუმრო „ოაზისი“, მუნიციპალური ავტობუსის მძღოლი).

 

დღის ბოლოს გამოვლენილი ოთხი შემთხვევიდან ერთი ე.წ. დონას კლასტერის კონტაქტია, ერთი ინფიცირებული საერთაშორისო გადაზიდვების ავტომობილის თურქი მძღოლია, ერთი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო ერთი ცხელების ცენტრიდან.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
2020-09-03დღეს საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

„რაც შეეხება სასტუმრო “ოაზისს”, აღებული იყო პისიარ ტესტირებისათვის 924 ნიმუში. დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში, ხუთი კონტაქტი. დანარჩენ პირებს ერთჯერადად ჩაუტარდათ ტესტირება და შედეგების დადგომისთანავე ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ რეგიონებს. დღის ბოლომდე უნდა იყოს პასუხები ცნობილი. ინფიცირების, წყარო ამ შემთხვევაში ცნობილია. ეს არის ქუთაისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლს, მისი ინფიცირების წყარო უცნობია. მისი კოლეგები აყვანილია მეთვალყურეობის ქვეშ. იგეგმება მათი რიგგარეშე ტესტირება. რაც შეეხება კონტაქტებს, სამსახურეობრივად ორი ახლო კონტაქტი თვითიზოლაციაშია, ოჯახური კონტაქტებიც მოძიებულია და არიან იზოლაციაში. რაც შეეხება ცხელების ცენტრიდან გადაყვანილ პაციენტს, მან ჩივილებით და სიმპტომებით მიმართა ცენტრს, მისი ინფიცირების წყაროც ჯერჯერობით უცნობი. გვაქვს,შემთხვევების მატება. ამას დავარქმევთ მეორე ტალღას თუ მეორე ტალღა წინ გველოდება, ამას გვიჩვენებს შემდეგი ეპიდანალიზი.მძიმე პაციენტი აჭარაში არ გვყავს. ორსული ქალბატონი გადაყვანილია თბილისში“, -განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ.

ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 49 პაციენტი. გუშინ კარვებს უფასო PCR ტესტისთვის მიმართა ჯამში 1494-მა მოქალაქემ, აქედან ბათუმში 1443-მა და 51 -მა ქობულეთში. პოლიკლინიკებს მიმართა 642-მა პირმა.

 

ღია კაფე-ბარების, ბუნგალოებისა და ღამის კლუბებში გაიტესტა 79 თანამშრომელი. 924 ნიმუში იქნა აღებული ოაზისში. კარვებში 1 სექტემბერს აღებული 600 კვლევის პასუხი სრულად ჯერ არ დასრულებულა.

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X