21:35 | 2020-10-05 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის აფეთქება სასწავლო დაწესებულებებში – სკოლების ჩამონათვალი, სადაც Covid-19 დაფიქსირდა

კორონავირუსის აფეთქება სასწავლო დაწესებულებებში – სკოლების ჩამონათვალი, სადაც Covid-19 დაფიქსირდა

გასული 5 დღის მანძილზე, სკოლებში კოვიდინფიცირების შემთხვევები იმატებს.

 

დღეს, კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან 5 რუსთავში გამოვლინდა, ინფიცირებულებს შორის ერთი-ერთი პირველკლასელია.

 

კორონავირუსი დაუდასტურდა ქუთაისის მათემატიკურ სკოლაში მესამე კლასის მოსწავლესაც. ბავშვები ცხელების ცენტრში არიან გადაყვანილი.

 

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაშიც, კოვიდინფიცირებულია მესამე კლასის მოსწავლე, რომელიც სკოლის დირექტორის განმარტებით, უნდა ყოფილიყო თვითიზოლაციაში, კვირის ბოლო დღეს სკოლაში იმყოფებოდა.

 

კორონავირუსი დაუდასტურდა გორის მესამე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლესაც. ინფიცირებულ მოზარდს სკოლის გარეთ კონტაქტი ჰქონდა მეგობრებთან, რომლებიც გადაყვანილები არიან თვითიზოლაციაში.

 

ასევე, ოზურგეთში, ლაითურის სკოლის 7 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ავტორი: Prime Time

X