11:09 | 2020-09-14 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 108 აჭარაში დაფიქსირდა

კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 108 აჭარაში დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში აღებულ 2530 PCR ტესტის შედეგად ახალი 108 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

 

სტაციონარში მკურნალობს 238 პაციენტი. კოვიდკარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება 97 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე აისახა.

 

ჯამში, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2392 შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელდა 1369 პაციენტი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები