15:58 | 2020-03-12 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

კორონავირუსის გამო ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი შეწყდა

კორონავირუსის გამო ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი შეწყდა

რამდენიმე წუთის წინ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო ჩემპიონატის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ესპანური ფეხბურთის მმართველი ორგანოს ინფორმაციით, „ლა ლიგა“-ში და „ლა ლიგა 2“-ში საფეხბურთო მატჩები აღარ გაიმართება. მიზეზი კორონავირუსია.

 

თავდაპირველად, პრევენციის მიზნით თამაშების უმაყურებლოდ ჩატარება იგეგმებოდა და ამის შესახებ დაანონსდა კიდეც, მაგრამ ქვეყანაში COVID-19-ის ფართო მასშტაბით გავრცელების გამო ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება შეცვალა.

 

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები 2-კვირიან კარანტინში მოათავსეს.

 

ესპანეთის გარდა, ეროვნული პირველობა შეჩერებულია იტალიაშიც.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X