20:34 | 2020-03-25 ავტორი: Prime Time

კორონავირუსი, თუ ჰანტავირუსი? – მეცნიერი განმარტავს, რომელია უფრო საშიში

ვირუსოლოგი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი ანატოლი ალშტეინი მიიჩნევს, რომ ჰანტავირუსი, რომლითაც ჩინეთში ერთი ადამიანი დაიღუპა, ნაკლებად სახიფათოა COVID-19-თან შედარებით.

 

„ისეთ ეპიდემიებს, რაც COVID-19-მა გამოიწვია, ჰანტავირუსი არ იწვევს. ისიც საშიში ვირუსია, მაგრამ მას არ ახლავს ასეთივე საშიში თანმდევი პროცესები – აცხადებს ექსპერტი.

 

ალშტეინი განმარტავს, რომ ჰანტავირუსის გადამტანი მღრღნელებია. ამასთან, ამ ვირუსით დაინფიცირება შესაძლებელია ღამურის ნაკბენითაც. თუმცა, ის არ გადაიცემა ინფიცირებულთან კონტაქტით. ვირუსოლოგი აკონკრეტებს, რომ ის შეიძლება გადაიცეს მტვერით.

 

ჰანტავირუსი იწვევს სიხლმდენ ხველას, არღვევს თირკმელების მუშაობას. მისი საინკუბაციო დრო 6 დღიდან 2 კვირამდეა. ადრეული სიმპტომები შესაძლოა ღებინებით გამოიხატოს.

 

ჩინეთში ჰანტავირუსით ადამიანი დაიღუპა  - ეს ახალი საშიშროებაა?
2020-03-25ჩინეთში ჰანტავირუსით ადამიანი დაიღუპა - ეს ახალი საშიშროებაა?
ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი