18:24 | 2020-04-18 ავტორი: ანეტი მიქელაძე

კორონავირუსი შემოსავლების სამსახურის მებაჟეს დაუდგინდა

კორონავირუსი შემოსავლების სამსახურის მებაჟეს დაუდგინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მათ მებაჟეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

„ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მებაჟე ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

დადასტურებული შემთხვევიდან გამომდინარე, მამაკაცის ინფიცირების წყარო მისი ნათესავი იყო, რომელსაც კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა.

 

აღნიშნულ ინფიცირებულ პიროვნებასთან მებაჟე ოფიცერს ბოლო კონტაქტი 9 აპრილს ჰქონდა“, – წერია განცხადებაში.

 

არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 აპრილიდან საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი იმყოფებოდა შვებულებაში, შესაბამისად მას კონტაქტი სხვა თანამშრომლებთან არ ჰქონია.

 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევა არის დადასტურებული.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

X