00:51 | 2020-03-12 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

კორონავირუსი დახურულ სივრცეში 30 წუთს ძლებს და 4/5 მეტრამდე გადაადგილდება

კორონავირუსი დახურულ სივრცეში 30 წუთს ძლებს და 4/5 მეტრამდე გადაადგილდება

კორონავირუსი დახურულ სივრცეში 30 წუთს ძლებს და 4/5 მეტრამდე მანძილზე გადაადგილება შეუძლია. აღნიშნულ ინფორმაცის ჩინელი ექიმების კვლევა ადასტურებს. მათ კორონავირუსის გავრცელების კონკრეტული შემთხვევა გააანალიზეს, რომელიც ჩინეთში, სამგზავრო ავტობუსში დაფიქსირდა.

 

ავტობუსში კორონავირუსით ინფიცირებული პირი იმყოფებოდა, რომელსაც პირბადე არ ეკეთა. შედეგად შვიდი ადამიანი დააინფიცირა, მათ შორის ერთი ადამიანი, რომლეიც მისგან 4/5 მეტრის მოშორებით იჯდა. ვირუსი გადაედო ავტობუსის შემდეგი რეისის მგზავრს, რომელიც ავტობუსში პირველი რეისის მგზავრების ჩამოსვლიდან ნახევარ საათში ავიდა. ჩინელმა ექიმებმა ასევე დაადგინეს, რომ კორონავურსს შეუძლია რამდენიმე საათი გაძლოს ზედაპირზე, რომელზეც ხველის ან დაცემინების შედეგად წვეთები მოხვდა. ამავდროულად დრო, რომლის განმავლობაში ინფექცია არსებობას განაგრძობს ზედაპირზე, დამოკიდებულია ტემპერატურაზე და მასალის სახეობაზე.

 

მაგალითად: 37 გრადუსი ტემპერატურის პირობებში ვირუსი შეიძლება იყოს აქტიური 2-დან 3 დღის განმავლობაში. შუშაზე,ლითონზე ქსოვილზე, პლასტმასზე ან ქაღალდზე.

 

📍 კორონავირუსი დახურულ სივრცეში 30 წუთს ძლებს და 4/5 მეტრამდე მანძილზე გადაადგილება შეუძლია. 👇ტელეკომპანია პულსი #პულსიTV

Gepostet von პულსი TV / Pulsi TV am Mittwoch, 11. März 2020

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები