12:08 | 2020-03-26 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

კორონავირუსი ბავშვებში – რა დამაიმედებელ სტატისტიკაზე საუბრობს პედიატრი

კორონავირუსი ბავშვებში – რა დამაიმედებელ სტატისტიკაზე საუბრობს პედიატრი

დადგენილია, რომ მთელ რიგ კორონავირუსებს შეუძლიათ რესპირაციული დაავადებების გამოწვევა ადამიანებში ჩვეულებირივ გაციებიდან, გაცილებით უფრო სერიოზული გართულებების ჩათვლით.

 

კორონავირუსის გავრცელება საკმაოდ მაღალია, უფრო ნაკლებია, ვიდრე წითელას ვირუსის შემთხვევაში, თუმცა, უფრო მეტია გრიპის ვირუსთან მიმართებაში, – ამის შესახებ პედიატრმა ეკა უბერმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

 

„თებერვლის შუა რიცხვებამდე ითვლებოდა, რომ 9 წლამდე ასაკის ბავშვებს კორონავირუსი არ ემართებოდათ, თუმცა სამწუხაროდ, გამოჩნდა ინფიცირებულთა ჯგუფი, რომლებიც 9 წლამდე ასაკშია და მეტიც, თვე ნახევრის ასაკში დაინფიცირების შემთხვევაც მოიძებნება.

 

დამაიმედებელი სტატისტიკაც არსებობს: გადამდებიანობის თვალსაზრისით, მხოლოდ 34%-ში დაფიქსირდა, მიუხედავად ინფიცირებულ ადამიანებთან ბავშვების კონტაქტისა, ლეტალური გამოსავალი პრაქტიკულად არ ყოფილა“, – აღნიშნა უბერმა.

 

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ მიმდინარეობს ბავშვებში კორონავირუსი შედარებით მსუბუქად.

 

„ითვლება რომ უმრავლეს შემთხვევაში ბავშვებს უფრო ჯანსაღი ფილტვები აქვთ ვიდრე მოზრდილებს და კიდევ არის ერთი ასეთი მოსაზრება, რომ ბავშვები უფრო ხშირად ავადობენ ჩვეულებრივი სხვა კორონავირუსით, რომელიც შეიძლება იყოს ჩვეულებრივი გაციების ფორმით წარმოდგენილი, შესაბამისად, ორგანიზმში სავარაუდოდ ვითარდება ჯვარედინი იმუნიტეტი, რაც იცავს ორგანიზმს მძიმე კლინიკური გამოვლენისგან“, – განმარტა პედიატრმა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები