09:29 | 2020-04-03 ავტორი: ანეტი მიქელაძე

კორონავირუსი ამერიკულ ავიამზიდზე: გათავისუფლებულია კაპიტანი, რომელიც დახმარებას ითხოვდა

კორონავირუსი ამერიკულ ავიამზიდზე: გათავისუფლებულია კაპიტანი, რომელიც დახმარებას ითხოვდა

აშშ-ის საზღვაო ძალებმა ავიამზიდი „თეოდორ რუზველტის“ კაპიტანი, ბრეტ კოზიერი გაათავისუფლა, რომელმაც პენტაგონში გაგზავნა წერილი, მასში კი გემის ეკიპაჟისთვის საგანგებო დახმარებას ითხოვდა კორონავირუსთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

აშშ-ის საზღვაო ძალების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტომას მოდლიმ, ვაშინგტონში პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ კაპიტანმა „უმიზეზოდ დაიწყო განგაში“.

 

„მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია და არ ვცდილობ ვივარაუდო, რომ მან ინფორმაციის გაჟონვას გააზრებულად შეუწყო ხელი. ეს ინფორმაცია „სან-ფრანცისკო ქრონიკებში“ გამოჩნდა.

 

თითოეული ჩვენგანისთვის, ეს მოულოდნელობა იყო და ეს დოკუმენტი პირველად მე გაზეთში ვნახე. ვერ ვიტყვი, რომ ეს წერილი მან ფართოდ გაავრცელა,“ – განაცხადა მოდლიმ.

 

თავის წერილში კროზიერი პენტაგონს სთხოვდა, რომ გემიდან ეკიპაჟის დაუყოვნებლივი ევაკუაცია მომხდარიყო, რადგან იქ კორონავირუსის აფეთქება დაიწყო.

 

გასულ კვირას, „თეოდორ რუზველტი“ წყნარ ოკეანეში, კუნძულ გუამზე გაჩერდა, სადაც მდებარეობს ამერიკული ბაზა, მას შემდეგ, რაც ეკიპაჟის სულ მცირე 25 წევრს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

 

Авианосец "Теодор Рузвельт"

 

კაპიტნის აზრით, ავიამზიდზე შეუძლებელია კარანტინის ზომების შენარჩუნება, რადგან მეზღვაურები ერთმანეთთან მუშაობენ დახურულ სივრცეში. „ჩვენ ომში არ ვართ და არ უნდა ვიღუპებოდეთ“, – წერს კროზიერი.

 

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის საზღვაო ძალებმა, ბორტიდან ეკიპაჟის 1000 წევრი გამოიყვანეს.

 

კონკრეტულად რამდენი ადამიანია ინფიცირებლი გემზე, ბაზაში აცხადებენ, რომ ამერიკელ სამხედროებზე ინფორმაციას არ გაავრცელებენ.

 

ბოლო მონაცემებით, ამერიკაში ვირუსს უკვე 5 138 ადამიანი ემსხვერპლა. შტატებში ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება – 213 000 დაინფიცირებული.

 

მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა.

 

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 134 -მდე გაიზარდა. 

 

დაგვეხმარეთ, მეზღვაურებს სიკვდილი არ უნდათ - ამერიკული ავიამზიდის კაპიტანი
2020-04-01დაგვეხმარეთ, მეზღვაურებს სიკვდილი არ უნდათ - ამერიკული ავიამზიდის კაპიტანი
ავტორი: ანეტი მიქელაძე


X