fbpx
17:15 | 2020-03-20 ავტორი: ანეტი მიქელაძე

„კორონავირუსი ამერიკელებმა შექმნეს!“ – ჩინეთში შეთქმულების თეორიების პროპაგანდა დაიწყო

„კორონავირუსი ამერიკელებმა შექმნეს!“ – ჩინეთში შეთქმულების თეორიების პროპაგანდა დაიწყო

ჩინეთის სახელისუფლებო ინგლისურენოვანმა გამოცემა Global Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ეწერა, თითქოს თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია პეტიცია, პეტიციის მონაწილეები კი ითხოვენ, რომ პენტაგონის ლაბორატორიის ინფორმაციები  ინფექციურ დაავადებებზე გასაჯაროვდეს.

 

Global Times-ი აღნიშნავს, რომ ინტერნეტის ჩინელ მომხმარებლებს და ექსპერტებს აინტერესებთ, არის თუ არა დაკავშირებული პენტაგონის ლაბორატორია კორონავირუსის აფეთქებასთან. ცნობისთვის, თეთრი სახლის გვერდზე, სადაც პრეზიდენტის მიმართ პეტიციები ქვეყნდება, ამ შინაარსის პეტიცია გამოქვეყნებული არ არის.

 

გაზეთი აღნიშნავს, რომ ლაბორატორიების დახურვის შესახებ ინფორმაცია ინგლისურენოვან მედიაში წაშალეს, რაც მათი აზრით, კიდევ უფრო აღვივებს ეჭვს. ამ გზით ჩინეთში ვითარდება თეორია იმის შესახებ, რომ კორონავირუსის აფეთქებაში ბრალი ამერიკელებს მიუძღვით.

 

შეთქმულების თეორიის განვითარება

 

პანდემიის პოლიტიზაციასთან ერთად, ჩინეთის ხელისუფლება ბრალდებების წაყენებისკენ წავიდა და ფაქტობრივად უსაფუძვლოდ აცხადებს, რომ კორონავირუსი ჩინეთში ამერიკელებმა შეიტანეს. მედიაში ფართოდ გაშუქდა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარომადგენლის და დიპლომატის, ჩაო ლიციანის აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსის გავრცელებაში ბრალი აშშ-ს მიუძღვის.

 

აშშ-მა ყველაფერი უნდა ახსნას! - ჩინეთის საგარეო უწყება CoVid-19-ის წარმოშობაზე
2020-03-13აშშ-მა ყველაფერი უნდა ახსნას! - ჩინეთის საგარეო უწყება CoVid-19-ის წარმოშობაზე

 

„როდის გაჩნდა აშშ-ში „ნულოვანი პაციენტი“? რამდენი ადამიანი დაავადებული? რომელ საავამყოფოებში იმყოფებიან? შეიძლება ეს თვითონ ამერიკულა არმიამ შემოიტანა ვირუსი უხანში? განმარტეთ ყველაფერი!“ – დაწერა დიპლომატმა „ტვიტერში“.

 

როდესაც ჩაო ამერიკელ სამხედროებზე ლაპარაკობდა, ის გულისხმობდა სამხედროების მსოფლიო თამაშის მონაწილეებს, რომლებიც გასულ წელს უხანში შეჯიბრზე იმყოფებოდნენ. პენტაგონმა თამაშებზე 17 გუნდი გაგზავნა, რომელშიც 280-მდე სპორტსმენი შედიოდა. მას შემდეგ, ვაშინგტონმა თავიანთი სამხედროების კორონავირუსით დაინფიცირებაზე გააკეთა განცხადება, რომელთაგან ზოგი იყო კავშირში სამხრეთ კორეასთან, ხოლო ზოგი იტალიასთან, მაგრამ არც ერთი უხანში გამართულ სახედრო შეჯიბრთან.

 

მიუხედავად ამისა, ჩაოს განცხადებები ფართოდ გაავრცელდა ჩინეთის სოცქსელში Weibo-ში და ინტერნეტით ამ ინფორმაციას დაახლოებით 160 მილიონი ადამიანი გაეცნო.

 

ჩინეთის ელჩი აშშ-ში სახელწიფო დეპარტამენტმა განმარტებებისთვის დაიბარა.

 

იმავე დღეს, ჩინეთის საგარეო უწყების სხვა წარმომადგენელმა გენ შუანმა ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ ამერიკელები „თავდასხმის რეჟიმში“ არიან, თუმცა მისი კოლეგის კონკრეტულ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი მას არ გაუკეთებია.

 

ამავე თეორიას ავითარებენ რუსეთშიც. გაზეთმა „ვედემოსტიმ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ თავდაპირველად რუსულ მედიაში პოპულარული იყო კონპირაციული თეორიები, რომელშიც ბრალი ჩინეთს, სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებს ან აშშ-ს მიუძღოდა, მაგრამ მარტის დასაწყისიდან მუსირებს მხოლოდ ის აზრი, რომ ვირუსი „CIA-ს ოთახებში“ შექმნეს.

 

შეგახსენებთ, რომ პირველწყაროს, ე.წ. ნულოვანი პაციენტის ძებნა ახლაც მიმდინარეობს. ყველაზე გავრცელებული ცნობით, ახალი კორონავირუსი ღამურისგან გავრცელდა, თუმცა ეს აზრი დამტკიცებას საჭიროებს.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X