fbpx
15:34 | 2020-05-01 ავტორი: ალექსი ქამადაძე

კორეამ საქართველოს COVID-19-ის ტესტების ახალი მარაგი გამოუგზავნა

კორეამ საქართველოს COVID-19-ის ტესტების ახალი მარაგი გამოუგზავნა

კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში COVID-19-ის ტესტების ახალი მარაგი გამოიგზავნა. აღნიშნულის შესახებ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

 

„ცნობილი კორეული კომპანია SD Biosensor, საქართველოს მიმართულებით COVID-19-ის ტესტების ახალ ნაკადს აგზავნის. მადლიერებას გამოვხატავთ ამ ხანგრძლივ თანამშრომლობაში ჩართული მხარეების მიმართ,” – წერს ბერძენიშვილი.

 

საელჩოს ინფორმაციით, ტვირთი საქართველოში 5 მაისს ჩამოვა.

 

„შეგახსენებთ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით კორეულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობითა და კორეის მთავრობის ხელშეწყობით კორეული კომპანია – SD Biosensor, Inc. საქართველოში კოვიდ 19-ის ანტიგენის აღმოჩენის ტესტების ექსპორტს ახორციელებს.

 

აღნიშნულ ფაქტს, Twitter-ის პირადი გვერდის საშუალებით ასევე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და კორეის რესპუბლიკის მთავრობას კორონავირუსის გავრცელების პერიოდში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის კოორდინაციით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრონლობით განაგრძობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებთან სამედიცინო ნედლეულის მოპოვების მიზნით აქტიურ მუშაობას“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

X