fbpx
15:33 | 2020-07-15 ავტორი: ალექსი ქამადაძე

„კონტაქტზე რომ გამოვიდეს ჩვენთვის უკეთესია“ – სასამართლოდან გაქცეულ პატიმარს ოჯახის წევრებიც ეძებენ

„კონტაქტზე რომ გამოვიდეს ჩვენთვის უკეთესია“ – სასამართლოდან გაქცეულ პატიმარს ოჯახის წევრებიც ეძებენ

პატიმარი, რომელიც გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოდან გაიქცა, ამ დრომდე ეძებენ.

 

როგორც 20 წლის ზაალ ძაგნიშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, გაქცეული პატიმარი მათ ამ დრომდე არ დაკავშირებია და არც მისის ადგილსამყოფელი არ იციან.

 

„არავინ არაფერი არ იცის, რომ ვიცოდეთ ეს ხომ პოლიციელებსაც ეცოდინებოდათ. კონტაქტზე რომ გამოდიოდეს ეს ჩვენთვისაც უკეთესი იქნება. გვეცოდინებოდა ბავშვი ცოცხალია თუ არა“, – ამბობს ოჯახის წევრი.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პატიმარი იმ დროს გაიქცა როდესაც სამართალდამცველები მანქანიდან სიგარეტის მოსაწევად ჩავიდნენ.

 

პროკურატურამ პოლიციელების მიერ გულგრილობის გამოჩენის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა ჯერ უცნობია, შეჩერებული აქვთ თუ არა მათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება. ოფიციალური ბრალდება პროკურატურას მათთვის ჯერ არ წარუდგენიათ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან პატიმრის გაქცევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, 10 ივლისს ქურდობის ბრალდებით დაკავებულმა პირმა თბილისის სასამართლოს ეზოდან გაქცევა შეძლო, იმ დროს როცა სამმა პოლიციელმა ის მარტო დატოვა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X