18:37 | 2020-04-13 ავტორი: ანეტი მიქელაძე

კომპენსაცია უმუშევრებს! – საქართველოს მთავრობაში საგანგებო განცხადება მზადდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ოფიციალურ გვერდზე უკვე ერთი კვირაა გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2 მილიარდი ლარის ეკონომიკური დახმარების პაკეტში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გამოყო, 351 მილიონი ლარი გამოყოფილია ჯანდაცვის სფეროსთვის.

 

მთავარი, რაც ამ პაკეტშია გათვალისწინებული და რომელზეც აქამდე ყურადღება არ გამახვილებულა, უმუშევრობის სუბსიდირებაა.

 

IMF-ის ცნობით, დახმარება გადაეცემათ იმათ, ვინც მიმდინარე მოვლენების გამო დაკარგა სამსახური.

 

6 თვის განმავლობაში, მათ ყოველთვიური სუბსიდიის სახით 150 ლარი გადაეცემათ მთავრობისგან. სუბსიდია მათ შეეხებათ, ვინც საშემოსავლო გადასხადს იხდიდა და კრიზისის გამო ეს გადახდები შეწყდა.

 

სუბსიდიას მიიღებენ კომპანიებიც, რომლებიც თანამშრომლებს ინარჩუნებენ.

 

უმუშევრების სუბსიდირებაზე მთავრობას ამ დრომდე კონკრეტული განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, როგორც „პრაიმტაიმს“ ადმინისტრაციაში განუცხადეს, ოფიციალური საგანგებო განცხადება ხვალ გაკეთდება.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენატარი - +

X