15:30 | 2021-10-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

კომპანია „ზეიკიძის“ დამფუძნებელი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება

კომპანია „ზეიკიძის“ დამფუძნებელი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება

შევადარე მიშას მოღვაწეობა, ის ცხრა წელი და დღევანდელი ცხრა წელი, კარგად რომ დავფიქრდი, აღმოჩნდა, რომ მიშას დროს ქვეყანა ვითარდებოდა და წესრიგი დამყარდა, – ამის შესახებ ძეხვეულის კომპანიის „ზეიკიძე“ დამფუძნებელმა, და 1990-იან წლებში შსს-ს მაღალჩინოსანმა, დავით ზეიკიძემ განაცხადა.

VIDEO: იმყოფება თუ არა სააკაშვილი სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებაში, სადაც ახლა ხანძარია
2021-10-14VIDEO: იმყოფება თუ არა სააკაშვილი სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებაში, სადაც ახლა ხანძარია

 

„2003 წელს აქ ვიდექი, მე რომ მეგონა მოვიდოდა მთავრობა, განვითარდებოდა ქვეყანა, ისევ უკან დავბრუნდით. უკან დაბრუნება რომ არ მინდა, იმიტომ მოვედი აქ.

 

უსამართლობა რომ არის, არ შეიძლება, გინდა მიშა იყოს, გინდა ნებისმიერი ადამიანი. ამას ვემსახურები მთელი ცხოვრება და ამიტომ ვდგავარ აქ. შევადარე მიშას მოღვაწეობა, ის ცხრა წელი და დღევანდელი ცხრა წელი, კარგად რომ დავფიქრდი, აღმოჩნდა, რომ მიშას დროს ქვეყანა ვითარდებოდა და წესრიგი დამყარდა, თუმცა შეცდომები ძალიან ბევრი იყო. ამ მთავრობის დროს ქვეყანა არ ვითარდება, არც წესრიგია და იგივე დანაშაულებები ხდება“, – განაცხადა ზეიკიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X