18:35 | 2020-06-15 ავტორი: Prime Time

კომპანია აჭარაბეთის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით პირველი ციფრული ტექ-ფესტივალი „aTech Restart“ გაიმართება

კომპანია აჭარაბეთის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით პირველი ციფრული  ტექ-ფესტივალი „aTech Restart“ გაიმართება

კომპანია აჭარაბეთისთვის მნიშვნელოვანია ინოვაციების და ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა. აჭარაბეთი კოპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას აღნიშნული დარგის განვითარებისთვის საქართველოში.  მათ შორისაა, პირველი ციფრული ტექ-ფესტივალი „aTech Restart“-ი რომლიც აჭარაბეთის ინიციტივით და ფინანსური მხარადჭერით Startup Grind Tbilisi Georgia-სთან ერთად  გაიმართება.

აღნიშნული, ტექ-ფესტივალის თემაა “ტექნოლოგიური ადაპტაცია ახალ რეალობასთან“, ფესტივალი 18-21 ივნისს მოეწყობა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ტექ ჰაკათონი, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, წარმოადგინონ ინოვაციური იდეა და ამ იდეის ტექნოლოგიური გადაწყვეტა იმის შესახებ თუ “როგორ უნდა გავერთოთ მომავალში, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით?”

გამარჯვებულებისთვის კომპანია აჭარაბეთი დამატებით 20.000 ლარიან საპრიზო ფონდს  გამოყოფს.

ფესტივალის მონაწილეებს, ასევე შესაძლებელობა ექნებათ ონლაინ მოუსმინონ და კითხვები დაუსვან საინტერესო სტუმრებს როგორებიც არიან:

 

ზურა ჯიშკარიანი- თემა: ციფრული ასისტენტები და ავატარ-თერაპია

სოფიო გაჩეჩილაძე- თემა:მომხმარებლის გამოცდილება – ქვესტი სტარტაპების წარმატებისთვის

დავით ჩეჩელაშვილი-თემა:გართობის ინდუსტრიის მომავალი

ირაკლი დავარაშვილი- თემა: პირველი ქართული ინტერაქტიული კინო-თამაში

ვახო მდივანი- თემა:მომხმარებლის გამოცდილება – მარკეტინგის გემიფიკაცია

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები