15:53 | 2020-03-06 ავტორი: Prime Time

კომპანია „​A2B დეზინფექცია“ მკვლელი ვირუსის წინააღმდეგ მუშაობს

დავიცვათ მოქალაქეები მომაკვდინებელი ვირუსისგან! – „პრაიმტაიმი“ კომპანიებს უფასო რეკლამას სთავაზობს.

 

კომპანია „​A2B დეზინფექცია“ შარშან, შეიქმნა, თუმცა, მომაკვდინებელ ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი საფრთხის გამო, კორონავირუსის დეზინფექციის მიმართულებით გააქტიურდა.

 

„ვაკეთებთ დეზინფექციას კონკრეტულად კორონავირუსთან საბრძოლველად და გვაქვს სპეციალური ხსნარები, რომელიც კონკრეტულად ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ მუშაობს“, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ჯგერენაია.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოთხოვნა დეზინფექციაზე:

 

„ერთი კვირის განმავლობაში 20-30 გამოძახებაზე გავდივართ. ადამიანური რესურსით რაც გვქონდა იმის დამატება მოგვიწია. ძირითადი გამოძახება ხდება ოფისებზე და მაღაზიებზე.

 

ხსნარები არის ძალიან ეფექტური, მაგრამ ამას სჭირდება სისტემატიური მოხმარება. დეზინფექცია კლავს ყველა ბაქტერიას რაც შენობაშია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შემოიტანა ვიღაცამ თავიდან ვირუსი, ამ დროს უნდა მოხდეს თავიდან დეზინფექციის ჩატარება. დაახლოებით კვირაში ერთხელ უნდა მოხდეს დეზინფექციის ხელახალი ჩატარება.

 

დეზინფექციის ჩატარებას 1 საათი სჭირდება. სველი წესით ხდება დამუშავება. მაგალითად სახლში, დეზინფექცია იწყება იატაკით, შემდეგ კედლები, ფანჯრები, ავეჯი, მოკლედ ყველაფერი რაცაა სახლში. ხოლო თანხას რაც შეეხება, ინდივიდუალურია. თავად ხსნარები კი ევროპულია და ძალიან ეფექტურია. კვირაში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს ისეთ ადგილებში სადაც ხალხმრავალი ობიექტებია. რეკომენდირებულია აბსოლუტურად ყველასთვის“, – აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

 

თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით, „​A2B დეზინფექცია“ სამუშაოებს დღეს „პრაიმტაიმშიც“ ჩაატარებს.

 

დეზინფექციის ჩატარების სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ კომპანიას დაუკავშირდეთ ნომერზე: 568 002 223.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X