18:52 | 2021-10-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კომერციული გათვლა, ვიდეოები, რომლებმაც, შესაძლოა, ბავშვის ფსიქიკა დააზიანოს – რას ურჩევს ფსიქოლოგი მშობლებს

კომერციული გათვლა, ვიდეოები, რომლებმაც, შესაძლოა, ბავშვის ფსიქიკა დააზიანოს – რას ურჩევს ფსიქოლოგი მშობლებს

თანამედროვე სამყაროში ინტერნეტ სივრცე ყოველგვარ საზღვრებს შლის. ბავშვებისთვის ერთ ღილაკზე თითის დაჭერით ისეთი ვიდეოები, თამაშებია ხელმისაწვდომი, რომელმაც შესაძლოა მოზარდის ფსიქიკას სერიოზულად დააზიანოს.

 

საშინელებათა ჟანრის ვიდეო, რომელიც YouTube-ის არხზე „მომოს“ სახელწოდებით იძებნება 15 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, რომელთა უმეტესობა ბავშვია.

 

ინტერნეტ თამაშმა „მომომ“ განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც უცხოურმა პრესამ აქტიურად დაიწყო გაშუქება იმისა, შესახებ, რომ ერთი შეხედვით „უწყინარი“ ვიდეო ბავშვებს სუიციდისკენ უბიძგებდა.

 

ექიმი, რომელმაც მოქალაქეებს ე.წ ვაქცინაცია ჩაუტარა, ერთი წლის წინ გაყალბებული სერტიფიკატით საქმიანობდა - ზაალ კაპანაძე
2021-10-20ექიმი, რომელმაც მოქალაქეებს ე.წ ვაქცინაცია ჩაუტარა, ერთი წლის წინ გაყალბებული სერტიფიკატით საქმიანობდა - ზაალ კაპანაძე

 

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები თუკი მათი პატარები მსგავსი შინაარსის ვიდეოებით არიან დაინტერესებულები და რეალურად რას ემსახურება, ისეთი სახის ვიდეოების შემქნა, როგორიც არის momo.

 

„პრობლემა ცალკეულ ვიდეოებში და ფილმებში არ არის. დღეს ერთი ფილმია, ხვალ მეორე თამაში იქნება, ზეგ კი სხვა რამ იქნება. უშუალოდ პრობლემას მე სხვა რაღაცაში ვხედავ. ამას რეალურად მკაფიოდ მივყავართ ბავშვისა და მშობლის ურთიერთობის პრობლემისკენ.

 

ჩვენი მატერიალური სამყარო და ჩვენი რეალობა აღარ არის მხოლოდ მატერიალური სამყარო იმდენად გაფართოვდა და საზღვრები იმდენად წაიშალა, რომ ძალიან მნიშვნელოვან სერიოზულ ნაკადად შემოვიდა ვირტუალური სამყარო ჩვენს რეალობაში. ამას უკუპროცესი არ აქვს და სამყაროს განვითარების ტენდენციაც იქითკენ მიგვანიშნებს, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ჩვენი ცხოვრების.

 

არსებობს რაღაც ბერკეტები, რომელიც შეიძლება მოვთხოვოთ ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებს თუ ინტერნეტ პორტალებს, რაღაც ასაკობრივი ცენზი დააწესონ. ალბათ რაღაც მცირე ნაწილით შეიძლება შევამსუბუქოთ სიტუაცია, თუმცა ეს რეალურად სურათს ვერ შეცვლის, რადგან ამის იმედზე ვერ ვიქნებით. ეს არ გვანთავისუფლებს მშობლის პასუხისმგებლობისგან.

 

ვინ და რატომ გაუსწორდა ფიზიკურად ანა დოლიძის მძღოლს
2021-10-20ვინ და რატომ გაუსწორდა ფიზიკურად ანა დოლიძის მძღოლს

 

იმდენად ხელმისაწვდომი ხდება ეს ვირტუალური სამყარო, რომ ეს ფილტრები რაღაც თვალსაზრისთ აღარ მუშაობს და ბავშვებიც სწავლობენ ამ გაფილტვრისგან თავის დაღწევას და ინფორმაცია ძალიან ხელმისაწვდომია.

 

მე პრობლემას ვხედავ არა 13-14 წლის ასაკში, სადაც მეტად მოწყვლადია ახალგაზრობა ინფორმაციის მიმართ, არამედ ბევრად უფრო ადრე.

 

ინტერაქციულ თამაშებში, რომელშიც არის რაღაც სახის საფრთხე შესაძლოა ბავშვი აღმოჩნდეს შთაბეჭდილების ქვეშ. შთაბეჭდილებები თავისებულ ზეგავლენას ახდენს ბავშვზე თუკი არის საამისო ფონი. თუკი მსგავსი ვიდეოების ნახვა მცირე ასაკში მოხდა მინიმუმ შესაძლოა ბავშვს ფობია გაუჩნდეს, რომელთან გამკლავებასაც შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს.

 

ერთ-ერთი მთავრი გამოსავალი არის ის, რომ ვეცადოთ ვიმეგობროთ ჩვენს შვილებთან და ძალიან ხშიარდ გვქონდეს მათთან კომუნიკაცია, გავიგოთ რა უჭირთ, რა ულხინთ.

 

ხშირ შემთხვევაში მსგავს ვიდეოებს კომერციული გათვლა აქვს, თუმცა რომელ ავტორს რა ჩანაფიქრი აქვს მსგავსი ვიდეოს შექმნის დროს მე ამაზე ცალსახად ვერ ვისაუბრებ“, – ამბობს ფსიქოლოგი სალომე ემუხვანი ჩვენთან საუბრისას.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X