23:59 | 2020-05-14 ავტორი: თამთა თორდია

კომენდანტის საათის მოხსნით გადაადგილებას წავახალისებთ – ტიკარაძე

კომენდანტის საათის მოხსნით გადაადგილებას წავახალისებთ – ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თუკი ავტომობილში მაქსიმუმ 3 მგზავრისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვები მოიხსნება, ამით ადამიანების გადაადგილებას წაახალისებენ.

 


„რატომ სამი მგზავრი ავტომობილში და რატომ კომენდანტის საათი? ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება და არ გვინდა წავახალისოთ ადამიანები და შევამჭიდროვოთ არსებული მოცემულობა”. – განაცხადა საზოგადოებრივ მაუწლებელთან ტიკარაძემ.

 

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვები იხსნება, თუმცა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება კვლავ აკრძალული იქნება.

 

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ.

 

კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 14 მაისიდან, მოხსნილია შეზღუდვა რუსთავსა და გარდაბანში შესვლა-გამოსვლაზე, 18 მაისიდან კი აღნიშნული შეზღუდვა მარნეულშიც მოიხსნება.

 

15 ივნისიდან გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.“ – ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში.

 

ავტორი: თამთა თორდია


X

error: Content is protected !!