12:57 | 2021-05-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილება გამოაცხადა

კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილება გამოაცხადა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან კვების ობიექტები დახურულ სივრცეშიც მიიღებენ სტუმრებს, ასევე დღევანდელი სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველო სახმელეთო საზღვრებს 1-ლი ივნისიდან გახსნის.

 

რაც შეეხება ღამით გადაადგილების შეზღუდვას, „კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. მოქალაქეებს 23:00 საათიდან 5:00 საათამდე სპეციალური საშვის გარეშე გადაადგილება ეკრძალებათ.

 

პირველი ივნისიდან, კვების ობიექტები დახურულ სივრცეშიც მიიღებენ სტუმრებს
2021-05-25პირველი ივნისიდან, კვების ობიექტები დახურულ სივრცეშიც მიიღებენ სტუმრებს

 

ასევე, ძალაში რჩება ქორწილების, ქელეხების, ბანკეტებისა და სხვა მსგავსი სოციალური ღონისძიებების გამართვა.

 

„როგორც თქვენთვის ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გასულ კვირას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვემსუბუქებინა შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან მიმართებაში მოქმედი შეზღუდვა, კერძოდ, კვების ობიექტებს აქვთ უფლება, მთელი საქართველოს მასშტაბით, შაბათ-კვირას სტუმრები მიიღონ მხოლოდ ღია სივრცეში.

 

 

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

 

 

ნახეთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X