17:37 | 2021-08-21 ავტორი: Prime Time

კოლეგას დავურეკე, მოდი, არ მინდა ეს კაცი მარტოს ჩამაკვდეს ხელში-მეთქი – რას ყვებიან კოვიდკლინიკის ექიმები

კოლეგას დავურეკე, მოდი, არ მინდა ეს კაცი მარტოს ჩამაკვდეს ხელში-მეთქი – რას ყვებიან კოვიდკლინიკის ექიმები

21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 4 901 ადამიანი დიანფიცირდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 2586, ხოლო გარდაიცვალა 74 ადამიანი. ასობით ექიმი ამ ვერაგი ვირუსის პირისპირ პაციენტთან ერთად მარტო რჩება. აი რას ამბობენნ ისინი.

 

 

კახა ჩომახიძე, რეანიმატოლოგი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამედიცინო პრაქტიკული ცენტრი

 

თუ ანტიქრისტემ დაჩიპვა გადაწყვიტა, ამას​ კორონავირუსის ვაქცინის გარეშეც მოახერხებს - მღვდელ-მონაზონი
2021-08-21თუ ანტიქრისტემ დაჩიპვა გადაწყვიტა, ამას​ კორონავირუსის ვაქცინის გარეშეც მოახერხებს - მღვდელ-მონაზონი

 

24 საათი სამსახურში ვართ ყველა. ეკიპირებას რომ ჩავიცვამთ, აღარც ჭამა ახსოვს ვინმეს და აღარც – საპირფარეშო. ვუძლებთ, მაგრამ ხალხიც უნდა მოგვეხმაროს, ნიღბით იაროს, აიცრას. აცრილები რეანიმაციულში არ ხვდებიან, მხოლოდ ერთი შემთხვევა მქონდა, ისიც პაციენტი „დიაბეტიკი“ იყო და შაქარი დაუვარდა. მეორე დღესვე დატოვა რეანიმაცია.

 

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მძიმე პაციენტი ჩვეულებრივი ამბავი გახდა, დაავადებაც გაახალგაზრდავდა. 33 წლის ბიჭი გვყავდა ამასწინათ. კი გაეწერა, მაგრამ ასეთი ახალგაზრდა მანამდე არ მყოლია.

 

ღამის სამ საათზე ვაჟა აზარაშვილი მოხვდა ჩვენთან, უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ჩემს კოლეგას მარიკა ეფრემიძეს დავურეკე, მოდი, არ მინდა ეს კაცი მარტოს ჩამაკვდეს ხელში-მეთქი. მოვიდა მარიკა. ის რომ არ ყოფილიყო, პაციენტი ვერ გადარჩებოდა.  განაგრძეთ კითხვა

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!