fbpx
23:17 | 2020-11-21 ავტორი: Prime Time

„კოლაფსის მიღმა ათასობით ადამიანის გაწირული სიცოცხლეა“ – ზურაბ გურული გეგმიური ოპერაციების შეწყვეტაზე

„კოლაფსის მიღმა ათასობით ადამიანის გაწირული სიცოცხლეა“ – ზურაბ გურული გეგმიური ოპერაციების შეწყვეტაზე

ექიმი ზურაბ გურული პანდემიის პერიოდში შეწყვეტილ გეგმიურ ოპერაციებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

 

„პანდემიის კრიტიკულ მომენტებში კლინიკები წყვეტენ გეგმიურ ოპერაციებს და გადადიან მხოლოდ გადაუდებელ ოპერაციებზე, რომლებიც საჭიროა ავადმყოფის სიცოცხლის გადასარჩენად და ჯანმრთელობისათვის საშიში დისკომფორტის, მაგალითად, აუტანელი ტკივილების მოსახსნელად. ასე მოხდა და ხდება ამერიკაში პიკური სიტუაციების დროს.

 

ჩემი მოკრძალებული აზრით, ჯანდაცვის სამინისტრომ გეგმიური ოპერაციების დაფინანსება შეაჩერა იმის გამო, რომ სხვანაირად ვერ აიძულა კერძო ჰოსპიტალური სექტორი, შეეწყვიტათ გეგმიური ოპერაციები და სრული მობილიზაცია გაეკეთებინათ კოვიდიანი პაციენტების მაქსიმალური რაოდენობით მისაღებად. მთავრობის კატასტროფული გადაწყვეტილებების კრიტიკას ვერავინ დამასწრებს, მაგრამ თუ ეს ლოგიკა უდევს ამ ბრძანებას და დარწმუნებული ვარ რომ ასეა, აქ არაფერია აღსაშფოთებელი. პირიქით, კერძო კლინიკებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი სრული კოლაფსის წინ დგას ზამთრის განმავლობაში და ამ კოლაფსის მიღმა ათასობით ადამიანის გაწირული სიცოცხლეა.

 

როდის უნდა ჩატარდეს კოვიდზე ტესტირება - მაია ბუწაშვილის რჩევა
2020-11-21როდის უნდა ჩატარდეს კოვიდზე ტესტირება - მაია ბუწაშვილის რჩევა

 

რაც შეეხება მთავრობის ლიდერებს, თუ მათ სურთ, რომ საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ოპოზიციამ ადეკვატურად შეაფასონ ქვეყანაში არსებული ვითარება, მაშინ კეთილი უნდა ინებონ, დაძლიონ თავმოყვარეობა და პატიოსნად აუხსნან ყველას, რა კატასტროფის წინაშე დგას სახელმწიფო, მოინანიონ დაშვებული სტრატეგიული შეცდომები და ითხოვონ დახმარება და თანამშრომლობა როგორც ხალხისაგან, ასევე პოლიტიკური ოპონენტებისაგან. სხვანაირად, არ ექნება მხარდაჭერა არაპოპულარულ, პრიმიტიულ, მაგრამ არსენალში ერთადერთ დარჩენილ ღონისძიებას – ჩაკეტვებს“, – წერს გურული სოცქსელში.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X