fbpx
12:46 | 2020-04-06 ავტორი: Prime Time

ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა

ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა

ყოფილი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რატი სამყურაშვილი სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ, ეკატერინე ტოგონიძემ განაცხადა.

 

„უშენოდ არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება. პირველ პირში ფიქრს დიდი ხანია გადავეჩვიე. ჩემი ყველა ფიქრი მეორე პირშია და ერთადერთი ადამიანისკენაა მიმართული. ეს არის ყოველწამიერი და უწყვეტი ფიქრი, როგორც არსებობა, როგორც სუნთქვა.

 

სუნთქვა იმ ერთადერთისთვის, რომლის გვერდზე დგომაც იყო პატივი.

 

რადგან ის არის ყველაზე სუფთა, კეთილი სული, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. იმაზე დიდი და ღირსეული, ვიდრე ადამიანს შეუძლია დაიტიოს.

 

ვერც ხალხის, ვერც ცრემლის რაოდენობა ვერ გამოხატავს, ვერ დაეწევა, ვერ ამოავსებს უძირო ორმოს გულში. ზუსტად ვიცი, რამდენს გამოგეცალათ საყრდენი და როგორი შეუცვლელია ის უშრეტი სიყვარული, რომელსაც რატი წლებთან ერთად სულ უფრო მეტად გასცემდა. ამას აკეთებდა ყველასგან გამორჩეულად, რატისებურად. ასე რომ, მოსვლის გარეშე შეგიძლიათ უპასუხოთ სიყვარულით. გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს.

 

ისედაც ვიცი, ყველაფერი ვიცი…

 

შეხვედრამდე ჩემო ერთადერთო. მადლობა, რომ მე ამირჩიე.

 

შეხვედრამდე.“ – წერს ეკატერინე ტოგონაძე.

 

რატი სამყურაშვილი სიმსივნეს რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა მძიმე სენის დამარცხება ვერ შეძლო.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X