18:50 | 2020-07-30 ავტორი: თამარ გონგაძე

“ყოფილა შემთხვევა, ცერემბრალური დამბლის მქონე ბავშვს ხელი გაუშლია და დელფინზე გადაუხვევია” – მწვრთნელი დელფინოთერაპიაზე

“ყოფილა შემთხვევა, ცერემბრალური დამბლის მქონე ბავშვს ხელი გაუშლია და დელფინზე გადაუხვევია” – მწვრთნელი დელფინოთერაპიაზე

ცნობილი ფაქტია, რომ წყლის ყველაზე ჭკვიანი და კეთილი ძუძუმწოვარი, დელფინი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანების გამოჯანმრთელებაში.

 

დელფინოთერაპიას წარმატებით გადის აუტისტური სპექტრის, დაუნის სინდრომის მქონე, ჰიპერაქტიური თუ ყურადღების ნაკლებობის მქონე ბავშვები და დიდები.

2020-07-28"ხაჭაპურს არ ჭამს... დელიკატესებს რომ მიირთმევს, ამიტომაც არის ჩაკუპატებული" - კუპატა "პრაიმტაიმის" ობიექტივში

 

 

დელფინები მკურნალობენ ცერემბრალური დამბლითა და ნევროლოგიური დარღვევების მქონეთაც. დელფინოთერაპია არ კურნავს, თუმცა ხელს უწყობს დაავდების შემსუბუქებასა და რეაბილიტაციის პროცესს.

 

დელფინები დიდ პოზიტიურ ენერგიას გადასცემენ ადამიანებს. ითვლება, რომ დელფინებისგან მოდის უპირობო სიყვარული და სიხარული, რომელსაც პაციენტი იღებს და ეხმარება მას რეაბილიტაციაში. პაციენტები ხშირად თავის თავში რწმენას იძენენ ამ ურთიერთობის საშუალებით, რადგან დელფინები გრძნობენ მათ საჭიროებებს.

 

ბათუმის დელფინარიუმის მწვრთნელი, ჯაბა დიასამიძე, რომელიც 11 წელია ამ გონიერ არსებებთან ურთიერთობაშია, “პრაიმტაიმს” უყვება იმ დასკვნებზე, რაც დელფინოთერაპიის დროს გაუკეთებია.

 

Batumelebi | ცურვა დელფინებთან [ფოტო, ვიდეო]

 

ჯაბა დიასამიძე: – ჩვენ ასეთ ბავშვებს ვეძახით განსხვავებულებს. ასეთები არიან აუტისტი, ცერემბლარული დაბლიანი თუ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები. მათ განსხვავებული ყურადღება და მოპყრობა სჭირდებათ. სასწაულის დონეზეა ფაქტი, რამდენიმე დელფინოთერაპიის შემდეგ ცერემბრალური დამბლის მქონე ბავშვმა გაიარა.

 

დელფინები ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენენ და ბავშვების ხასიათზე მოქმედებენ. აუტისტი ბავშვები დამყოლი, დამჯერი და ყურადღებიანები ხდებიან. დაკვირვებული ვარ, რომ დელფინოთერაპია აუტისტ ბავშვებზე ძალიან კარგად მოქმედებს.

 

2020-07-27"ყოფილა შემთხვევა, დელფინს გავულახივარ" - საინტერესო ამბები ბათუმის დელფინარიუმიდან

 

ისინი ხომ ზოგადად საკუთარ სამყაროში ჩაკეტილები არიან, ამ თერაპიების შემდეგ კი იხსნებიან და რამდენიმე სეანსის შემდეგ მოდიან და მოგეფერებიან, გელაპარაკებიან. პირველი ორი-სამი სეანსის შემდეგ შეიძლება ხმა არ ამოიღოს და მერე და მერე გაიხსნას.

 

ჩვენთან დელფონოთერაპია არ არის, ჩვენ ინტერაქტივს ვეძახით, დელფინთან უშუალო კონტაქტს.

 

მოზარდიც უნდა ეცადოს, რომ მიიღოს ეს დადებითი მუხტი და საკუთარ თავში გაამრავლოს. ყველაზე დიდი წამალი ადამიანისთვის თვითდარწმუნებაა. ეს გშველის, შენზე მოქმედებას ახდენს, ეს უნდა დაიჯერო. ყოფილა შემთხვევა, ბავშვი ხელს ვერ შლიდა და ისე მოუნდომებია, მაქსიმალურად გაუშლია ხელი და დელფინზე გადაუხვევია.

 

ყველა მწვრთნელისთვის დიდი სიამოვნებაა, რაღაც შედეგს რომ ხედავს, რაღაც რომ გამოგივიდა და ვიღაცას დაეხმარე. მერე ვსაუბრობთ ხოლმე მწვრთნელები, მე ეს გამომივიდა და შევძელიო, ძალიან დიდ სიამოვნებას გვგვრის. დიდი სამუშაო, დიდი დატვირთვა აქვს, მაგრამ ის ნაყოფი, რომელსაც ვიმკით, სასიამოვნოა, დიდი კმაყოფილება გვაქვს ხოლმე.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

X