12:47 | 2020-01-27 ავტორი: Prime Time

კობი ბრაიანტთან ერთად კიდევ ერთი ცნობილი ოჯახი დაიღუპა – ნახეთ, ვინ არიან ისინი

კობი ბრაიანტთან ერთად კიდევ ერთი ცნობილი ოჯახი დაიღუპა – ნახეთ, ვინ არიან ისინი

კობი ბრაიანტთან ერთად ავიაკატასტროფის დროს კიდევ 8 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ლოს-ანჯელესის პოლიცია ავრცელებს.

 

კობი ბრაიანტთან და მის 13 წლის ქალიშვლთან ჯიჯისთან ერთად, დაიღუპა Orange Coast College-ის ცნობილი მწვრთნელი ჯონ ალტობელი, მისი მეუღლე ქერი და ქალიშვილი ალისა.

 

არსებული ინფორმაციით, ალტობელის ქალიშვილი, ბრაიანტის ახალაზრდული გუნდის კალათბურთელი იყო. იმავე გუნდში ავარჯიებდა ბრაიანტი თავის ქალიშვილსაც.

 

შეგახსენებთ, რომ 41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიანა მარია-ონორე ბრაიანტი ემსხვერპლა.

 

პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდო მიზეზი ნისლიანი და ქარიანი ამინდია.

 

ლეგენდარული კალათბურთელის  გარდაცვალების ინფორმაციამ მთელი მსოფლიო შეძრა. ბრაიანტი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობდა. კარიერის განმავლობაში მან NBA-ის ჩემპიონის 5 ტიტული მოიგო გუნდთან ერთად.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები