fbpx
20:03 | 2020-05-18 ავტორი: ნინი ტაველიძე

კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის აუტოფსიის შედეგები გამოქვეყნდა

კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის აუტოფსიის შედეგები გამოქვეყნდა

ლოს ანჯელესის სამედიცინო დეპარტამენტმა ავიაკატასტროფაში გარდაცვლილი ადამიანების აუტოფსიის შედეგები გამოაქვეყნა. ავიაკატასტროფამ 41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტისა და მისი 13 წლის ქალიშვილის სიცოცხლე შეიწირა. ინფორმაციას kiisfm – ი ავრცელებს.

 

ავიაკატასტროფაში დაღუპული 9 ადამიანის სიკვდილის მიზეზი ე.წ. „ბლაგვი ტრავმა“ გახდა.

 

ჯგუფი კალათბურთის თამაშზე მიდიოდა, როდესაც ვერტმფრენი ბორცვს შეეჯახა. ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო ავარიის გამომწვევი მიზეზის ძიებას განაგრძნობს. თუმცა, მთავარ ფაქტორად მაინც უამინდობა სახელდება.

 

TMZ-მა პარასკევს პილოტის ტოქსიკოლოგიური ტესტის პასუხები გამოაქვეყნა – პილოტის ორგანიზმში ალკოჰოლის ან ნარკოტიკების არსებობა არ დადასტურდა.

 

თებერვალში ვანესა ბრაიანტმა ვერტმფრენის მწარმოებელი კომპანიის Island Express-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ის ამტკიცებდა, რომ პილოტი „დაუდევარი“ იყო და იმ დღეს ასაფრენად ხელსაყრელი პირობები არ იყო.

 

გასულ კვირას ვანესას სარჩელს პილოტის ნათესავი გამოეხმაურა – „ავარიის მიზეზი რვა მგზავრი იყო“.

 

კობი ბრაიანტი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობდა. კარიერის განმავლობაში მან NBA-ის ჩემპიონის 5 ტიტული მოიგო გუნდთან ერთად.

 

ბრაიანტი ცნობილია ასევე მრავალმილიონიანი სარეკლამო ხელშეკრულებებით, კერძოდ, ის თანამშრომლობდა Adidas-თან და Nike-თან.

 

2018 წელს ბრაიანტმა ფილმისთვის „ძვირფასი კალათბურთი“ („Dear Basketball“) მიიღო „ოსკარი“ ნომინაციაში „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი“.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე
X