fbpx
13:52 | 2020-08-15 ავტორი: ალექსი ქამადაძე

კნუტის გაჩუქების ისტორია შემაკავებელი ორდერის გამოცემით დასრულდა

კნუტის გაჩუქების ისტორია შემაკავებელი ორდერის გამოცემით დასრულდა

ბლოგერი ნათია ჩიქოვანი წერს, რომ პირი რომელზეც კნუტი გააჩუქა სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა.

 

ბლოგერი განმარტავს, რომ კნუტს ჰქონდა გარკვეული პრობლემები და მომავალმა მეპატრონემ ამის შესახებ იცოდა. თუმცა მისივე თქმით, მეორე დღესვე სთოხვეს რომ კნუტი უკან წაეყვანათ. ამის შემდეგ ნათია ჩიქოვანმა ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა სადაც დაწერა, რომ „შეხვდა უპასუხისმგებლო პატრონები და ვერ მოუარეს“.

 

ბლოგერის თქმით, სწორედ აღნიშნული FB პოსტის შემდეგ დაიწყო მის მიმართ მუქარები, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველს მიმართა.

 

„მეგობრებო, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა, ვინც პოსტი გააზიარა და დამეხმარა ახალი პატრონის შერჩევაში. კნუტი გაჩუქდა აი, გადასარევ და საოცნებო პატრონზე.

 

მამას შვილი მელიაში აერია და იარაღი ესროლა - ინციდენტის დეტალებს ბერძნული მედია აქვეყნებს
2020-08-07მამას შვილი მელიაში აერია და იარაღი ესროლა - ინციდენტის დეტალებს ბერძნული მედია აქვეყნებს
დღეს მთელი დღე ვიყავი ფსიქო-ემოციური ძალადობის მსხვერპლი, მივიღე სიცოცხლის ხელყოფის მუქარა, შანტაჟი და ბევრი უბედურება გამოვიარე. მინდა მაქსიმალურად მოკლედ გაგიზიაროთ, რომ ჩემი გამოცდილება გამოგადგეთ.

 

ამ კნუტისთვის, ისევე როგორც ყოველთვის, პატრონის შერჩევამდე პოტენციურ პატრონებს ვესაუბრე დიდი ხანი, გამოვკითხე ყველაფერი, პირობები, პასუხისმგებლობის გრძნობა და ა.შ. მაქვს დეტალური მიმოწერები მესენჯერში.

 

შემდეგ სამ ოჯახის წევრს გადავეცი კნუტი, გუშინ წინ. იცოდნენ რომ ჰქონდა ფაღარათი (იცის ხოლმე ჭიის წამალმა) ისიც ვუთხარი, რომ თუ 2-3 დღე გაუგრძელდებოდა, ვეტერინართან წავყვებოდი. გავატანე საჭმელი, ქვიშა, სათამაშო. ყველაფერზე მივიღე თანხმობა, დაპირებები მოვლასთან და კნუტის ოჯახის წევრად მიღებასთან დაკავშირებით.

 

1 დღის შემდეგ მომწერეს, რომ კნუტს ჰქონდა ფაღარათი, აერია გული და რომ უკან უნდა წამეყვანა.

 

კნუტის წამოყვანაზე შეთანხმების შემდეგ კვლავ განვაახლე სტატუსი, სადაც მიზეზად, თუ რატომ ჩუქდებოდა ეს კნუტი კვლავ, ფრჩილებში მივაწერე, რომ შემხვდა უპასუხისმგებლო პატრონები და ვერ მოუარეს. არსად არავის იდენტიფიცირება არ მომიხდენია (პოსტი კვლავ დევს ჩემს კედელზე და შეგიძლიათ ნახოთ).

 

ამის შემდეგ ჩემი მისამართით დაიწყო მუქარა, მათ შორის სიცოცხლის ხელყოფის შესახებ, ძველბიჭური ტერმინოლოგიით საუბარი, ასევე შანტაჟი, რომ კნუტს არ დააბრუნებდნენ, თუ პოსტს არ წავშლიდი.მთელი დღის განმავლობაში აღნიშნულმა პირმა მამყოფა ფსიქო-ემოციური ძალადობის ქვეშ (14 ჯერ დამირეკა ტელეფონზე, მაიძულებდნენ რომ ვინმე კაცთან გამესაუბრებინა და ა.შ.) ასევე მწერდა მესიჯებს და წერდნენ საჯაროდაც კომენტარებს, რომელბსაც პერიოდულად შლიდნენ მერე.

 

ამის გამო მომიწია სასწრაფოდ თბილისში დაბრუნება (ვიყავი კახეთში).

 

მაქვს ყველა მიმოწერის დამამტკიცებელი საბუთი.

 

საბოლოოდ, კნუტის წამოსაყვანად გავუშვი ჩემი მეგობარი ეკო (ათასი საუბრის მერე), რადგან მე არ მსურდა ამ პიროვნებასთან პირადი კომუნიკაცია. ერთად მივედით ჩემი მანქანით და მანქანა დავაყენე შორს… კნუტი დაიბრუნა ეკომ და სპეციალურად სხვა გზით გამობრუნდა, რომ ჩემი მანქანა ამ ბიჭს არ დაენახა, ვცადეთ შიდა ქუჩებით გასვლა, მაგრამ ეკოს მაინც აედევნა ეს ბიჭი ჩუმად და დაგვინახა, შემდეგ გამომიგზავნა მესიჯი “ეს პრიუსი შენია?” და გააგრძელა ჩემი დაშინება.

 

ვიყავი პოლიციაშიც, დავწერე განცხადება, ასევე ვწერ ხვალ განცხადებას სახალხო დამცველის ოფისში (მათივე რჩევით).

 

გთხოვთ, ვისაც გაქვთ ცხოველების გაჩუქების გამოცდილება ან სიტუაციის მიხედვით მოგიწევთ ნაპოვნი ცხოველის გაჩუქება, გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმალურად საფუძვლიანად აარჩიოთ პატრონი, ოდნავ მაინც თუ არ მოგწონთ რაიმე, თუნდაც მიმოწერაში, თუნდაც ჰაბიტუსში, თუნდაც მენტალობით, ენდეთ თქვენს ეჭვებს და არ გადასცეთ კნუტი.

 

კონკრეტული პიროვნების შესახებ ცხოველების ჯგუფებშიც დავწერ გამაფრთხილებელ სტატუსს“, – წერს ნათია ჩიქოვანი.

 

მოგვიანებით, თავად ბლოგერმა დაწერა, რომ მუქარის ავტორის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

 

„ეს ისტორია შემაკავებელი ორდერის გამოცემით დასრულდა, რომელიც გენდერული ნიშნით გამოიცა.( გარდა შანტაჟისა და დაშინებისა, ეს პიროვნება ჩემგან დაჟინებით მოითხოვდა, რომ იგი ვინმე მამრობით სქესთან გამესაუბრებინა, უარის მიღებისას მეძახდა „უპატრონოს” და თვლიდა, რომ რადგან ქალი ვარ ვერაფერს გამაგებინებდა). შესაბამისად, ამ ადამიანს ჩემზე ფსიქოლოგიური და გენდერული ნიშნით ძალადობისთვის აეკრძალა ჩემთან ყველანაირი სახის კონტაქტი.

 

მადლობას ვუხდი Ombudsman -ის გენდერის დეპარტამენტს დახმარებისთვის, ასევე კრიმინალური პოლიციის გაგარინის განყოფილების უფროსსა და თანამშრომელ თამუნა ტეტუნაშვილს, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა ეს საქმე.

 

მე, დღეს, დამოუკიდებლად, კანონის გამოყენებით და ყველანაირი ფიზიკური, ვერბალური თუ სხვა სახის ძალადობის გარეშე, შევძელი საკუთარი თავის მოძალადისგან დაცვა.

 

ყველა ადამიანს ვუსურვებ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას, ამისთვის კი არასდროს დაიშუროთ ძალისხმევა“ – წერს ნათია ჩიქოვანი.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე
X