12:27 | 2021-10-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

კლინიკებში კოვიდინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა

კლინიკებში კოვიდინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა

გაუარესებული ეპიდვითარების და კოვიდსტატისტიკის მატების პარალელურად, იმატა კლინიკებში მიმართვიანობის მაჩვენებელმაც. ჯერჯერობით, კოვიდკლინიკებში საწოლფონდის დეფიციტი არ არის. სპეციალისტები ვირუსის გავრცელების სტატისტიკას ვაქცინაციის პროცესის შემცირებას უკავშირებენ.

 

„მომართვიანობამ იმატა კლინიკაში. აქამდე თუ 3-5 ბავშვი შეიძლება შემოსულიყო, ახლა მომატებულია. მშობლებიანად 138 პაციენტია, ადგილები გვაქვს. რეანიმაციაში 23 პაციენტი წევს, მართვით სუნთქვაზე არცერთი არ იმყოფება. ეს ბავშვები არიან თამხლები დაავადებებით,“ – აცხადებს მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

 

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტების მომართვიანობა მცირედ გაზრდილია, წინა კვირებთან შედარებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თავისუფალი საწოლების რაოდენობა არ გვაქვს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ვაქცინაციის პროცესი შემცირდა. ჩვენ ვთხოვთ მოსახლეობას გააქტიურდეს, რადგან ერთადერთი გზა პანდემიის დასასრულებლად არის ვაქცინაცია,“ – განმარტავს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნოდარ ჩიმაკაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X