fbpx
00:20 | 2020-11-28 ავტორი: ზურა დვალაშვილი

კლინიკების 85% კერძო მფლობელობშია – „შეცდომა“, რომლის შედეგებსაც, კულუმბეგოვის თქმით „ახლა ვიმკით“

კლინიკების 85% კერძო მფლობელობშია – „შეცდომა“, რომლის შედეგებსაც, კულუმბეგოვის თქმით „ახლა ვიმკით“

შეგვეძლო უკეთ მოვმზადებულიყავით, როცა “მწვანე ქვეყანა” ვიყავით, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

 

კულუმბეგოვის თქმით, ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომ კლინიკების 85% კერძო მფლობელობშია.

 

“ჩვენ გვყავს უპრეცედენტო პაციენტი და შეუსაბამოა ჩვენი შესაძლებლობები და ყველა ქვეყნის შესაძლებლობები აღმოჩნდა შეუსაბამო, მათ შორის იტალიის, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში გვახსოვს რა ხდებოდა. ეს არის ფაქტი, რომელიც პანდემიას და ეპიდემიას ახლავს თან. თუმცა ჩვენ შეგვეძლო და გვქონდა ეს ფორა, რომ უკეთესად მოვმზადებულიყავით ამისთვის, როცა მწვანე ქვეყანა ვიყავით. რასაკვირველია, მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ჰოსპიტალური სექტორის წინასწარი დაორგანიზება მომხდარიყო, როგორ რანაირად, რამდენი საწოლის მობილიზება რა დროში შეიძლებოდა. ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო ალბათ წინასწარ იუველირული სიზუსტით დათვლილი და ამაში აბსოლუტურად ამ პათოსს ვიზიარებ. რა თქმა უნდა, ჩვენი ტიპის ქვეყანაში, მე როგორც ერთი უბრალო ექიმი, შეცდომად მიმაჩნია, რომ 85% კერძო მფლობელობის კლინიკაა. ასეთ, რამ უპრეცედენტოა და არ ხდება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების გარდა და ეს არის ძალან დიდი შეცდომა და ამ ყველაფერს ახლა ვიმკით,” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ავტორი: ზურა დვალაშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X