11:48 | 2020-03-09 ავტორი: Prime Time

კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ ყველას, რომ არჩევნებს იგებს ხალხის მხარდაჭერა – კახა კალაძე

კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ ყველას, რომ არჩევნებს იგებს ხალხის მხარდაჭერა – კახა კალაძე

„კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ ყველას, რომ არჩევნებს იგებს საზოგადოება და ხალხის მხარდაჭერა“,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მან ამ პროცესში ჩართულ ყველა დიპლომატს მადლობა გადაუხადა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენ მხარდამჭერებს მიღწეული შეთანხმება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო დიპლომატიურ კორპუსს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს ამ ჩართულობისთვის.

 

ჩვენ ვვარაუდობით, რამდენიმე დღის წინაც ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით და გავაკეთე განცხადებები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება, თუ როგორი წესით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ ყველას, რომ საარჩევნო სისტემები არ იგებს და ვერ იგებს არჩევნებს, არჩევნებს იგებს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების და ხალხის მხარდაჭერა, რომელიც გააჩნია „ქართული ოცნება- დემოკრატიულ საქართველოს“,-განაცხადა კალაძემ.

 

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს, 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ შეთანხმებას ხელი ყველა პარტიამ მოაწერა.

 

ასევე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1% იქნება.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X