20:47 | 2020-09-09 ავტორი: თამარ ბუჩუკური

კიდევ ერთი სისხლიანი დაპირისპირება – დაჭრილი კომაშია

კიდევ ერთი სისხლიანი დაპირისპირება  – დაჭრილი კომაშია

სისხლიანი დაპირისპირება ზუგდიდში – 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც თავის არეში ტრავმა აქვს მიყენებული, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ შეიყვანა. არსებული ინფორმაციით დაპირისპირება და გარჩევა მეთხილეებს შორის მოხდა.

 

მედიას საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, რომ დაშავებულ პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

2020-09-02"ხელები ყელში მოვუჭირე, შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ვერ გამაშვებინა" - მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება

 

ექიმის ინფორმაციით, პაციენტი არის კომატოზურ მდგომარეობაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ორჟონია არ აკონკრეტებს თუ რა საგნით აქვს მას ჭრილობა მიყენებული, მისი თქმით, ეს გამოძიების საქმეა.

 

შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

ავტორი: თეა შონია

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +