23:16 | 2021-07-29 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

კიდევ ერთი ლეგენდა წავიდა – პაატა ბურჭულაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

კიდევ ერთი ლეგენდა წავიდა – პაატა ბურჭულაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ქართველი ბანი, პაატა ბურჭულაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ გარდაიცვალა მსოფლიოს უდიდესი ტენორი ჯუზეპე ჯაკომინი. „პრაიმტაიმი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

 


ჯუზეპე ჯაკომინი

„კიდევ ერთი ლეგენდა წავიდა… მსოფლიოს უდიდესი ტენორი ჯუზეპე ჯაკომინი. მასთან ერთად დაუვიწყარი სპექტაკლები მაქვს ნამღერი ლა სკალასა და კოვენტ გარდენის სცენებზე, ერთად ვიყავით საფრანგეთში, ორანჟის საზაფხულო ფესტივალზეც.

 

ბედნიერი ვარ, რომ ფონდმა “იავნანამ” მოასწრო მისი გაცნობა ქართველი მსმენელისთვის. სრულიად უსასყიდლოდ ჩამოვიდა და მონაწილეობა მიიღო ჩვენი ბავშვების დასახმარებლად ორგანიზებულ ტელე-მარათონში.

 

ეს იყო მისი ერთ-ერთი უკანასკნელი გამოსვლა სცენაზე.

 

დიდება მის სახელს, ნათელი მის ხსოვნას! მშვიდობით მეგობარო…“ – წერს პაატა ბურჭულაძე.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი


X

error: Content is protected !!