15:39 | 2020-01-27 ავტორი: Prime Time

კიდევ ერთი ავიაკატასტროფა სამგზავრო თვითმფრინავზე – ბორტზე 83 ადამიანი იმყოფებოდა

კიდევ ერთი ავიაკატასტროფა სამგზავრო თვითმფრინავზე – ბორტზე 83 ადამიანი იმყოფებოდა

ავღანეთის ავიახაზების თვითმფრინავმა, რომელზეც 83 ადამიანი იმყოფებოდა, ავიაკატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

თვითმფრინავი „თალიბანის“ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩავარდა. ამ ეტაპზე დაზარალებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

ლაინდერი პროვინცია გაზნიში, ქვეყნის ცენტრალური ტერიტორიაზე ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, მაშველები ჯერჯერობით არ მისულან ავიაკატასტროფის ადგილას.

 

პირველები ავიაკატასტროფის ადგილას „თალიბანის“ მებრძოლები მივიდნენ, რომლებსაც ხანძრის ჩაქრობა სურდათ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X