fbpx
13:34 | 2020-09-25 ავტორი: Prime Time

ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია! – მან ოკუპირებული ცხინვალი უკვე დატოვა

ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია! – მან ოკუპირებული ცხინვალი უკვე დატოვა

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულმა ხვიჩა მღებრიშვილმა ოკუპირებული ცხინვალი დატოვა. არსებული ინფორმაციით, ის ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცველებს უკვე გადასცეს.

 

შეგახსენებთ, 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი რუსმა სამხედროებმა სამ ივლისს დააკავეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდნენ.

 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის „ვიდეოაღიარებაც“ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X