13:58 | 2021-10-13 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ხვალინდელ აქციაზე გვაგინებენ, დაგვწყევლიან და დაიშლებიან – ირაკლი ზარქუა

ხვალინდელ აქციაზე გვაგინებენ, დაგვწყევლიან და დაიშლებიან – ირაკლი ზარქუა

“ხვალინდელ აქციაზე შეიკრიბებიან, გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, გვაგინებენ, დაგვწყევლიან, დაიშლებიან, კი ბატონო, ესეც მათი უფლებაა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან “ნაცონალური მოძრაობის” მიერ  14 ოქტომბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„აცრის გვერდითი მოვლენების ყველას ეშინია, მაგრამ ანალგინს ყველა თვალდახუჭული იღებს“ - კულუმბეგოვი წამლის გვერდით ეფექტებზე
2021-10-13„აცრის გვერდითი მოვლენების ყველას ეშინია, მაგრამ ანალგინს ყველა თვალდახუჭული იღებს“ - კულუმბეგოვი წამლის გვერდით ეფექტებზე

 

 

“ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ნებისმიერ ჯგუფს, თუ კანონს და კრიტერიუმებს არ არღვევს, აქვს უფლება გამოხატოს თავის პროტესტი, მათ შორის, რადიკალურ ოპოზიციას. რამდენადაც ვიცი, მარტო დარჩნენ უკვე და სწორია, რომ ოპოზიცია გაემიჯნა, მიხვდნენ რომ არ შეიძლება აითქვიფო, ყველას ჰყავს თავის მხარდამჭერები. როცა შალვას ფანჩატურში დაჯდები “ნაცმოძრაობასთან” მიიღებ იმ შედეგს, რაც მიიღეს, ამიტომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ეს იქნება მაგალითი ყველა პარტიისთვის, რომ შენ შენი ნიშა არ უნდა დაკარგო.

 

რაც შეეხება ხვალიდნელ აქციას, შეიკრიბებიან, გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, გვაგინებენ, დაგვწყევლიან, დაიშლებიან, კი ბატონო, ესეც მათი უფლებაა. ვინც გადავა ამ ზომას, დაარღვევს დადგენილ ნორმებს კრიტერიუმებს, შესაბამისი საჯარიმო სანქციები იქნება და მიხედავენ შესაბამისი სამსახურები. რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, შეგროვდებიან და დაიშლებიან,”- განაცხადა ზარქუამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X