21:29 | 2020-03-13 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ხვალიდან სომხეთსა და აზერბაიჯანთან მიმოსვლა 10 დღით შეწყდება

ხვალიდან სომხეთსა და აზერბაიჯანთან მიმოსვლა 10 დღით შეწყდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალ 14 მარტიდან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან გადაადგელება 10 დღით შეჩერდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეფონით ესაუბრა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან საუბრის შედეგად, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, 2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.

 

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას. შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები