19:43 | 2020-04-22 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

დღეს ლაბორატორიული კვლევების პიკი იყო! – ამირან გამყრელიძე

„23 აპრილიდან კორონავირუსზე ტესტებს კიდევ ხუთი ლაბორატორია ჩაატარებს.“- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით აღნიშნული ლაბორატორიები, სადაც PCR ტესტირების გაკეთება იქნება შესაძლებელი, სამი თბილისში, ერთი ქუთაისში და ერთიც ბათუმში მდებარეობს.

 

გამყრელიძისავე განცხადებით, დღეს ლაბორატორიული კვლევების პიკი იყო.

 

„24 საათში, 5 ლაბორატორიაში 695 კვლევა ჩატარდა, მათგან 92% დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამ ლაბორატორიაზე მოდის: ლუგარის ლაბორატორია, ბათუმისა და ქუთაისის.“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის უახლესი მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 416 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელებულია 107.

 

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

X