
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
მისი თქმით, ვირუსი არსად წასულა და მთელი მსოფლიო საუბრობს მოსალოდნელ მეორე ტალღაზე.
სწორედ ამ საჭიროებით ხსნის პრემიერ-მინისტრი ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას მისცემს.
კომენდანტის საათი ქვეყნის მასშტაბით 23 მაისიდან გაუქმდება.