fbpx
20:44 | 2020-10-18 ავტორი: Prime Time

ხვალ, სიონში მრევლს შესაძლებლობა ექნება ერთ-ერთ სიწმინდეს ემთხვიოს – საპატრიარქო

ხვალ, სიონში მრევლს შესაძლებლობა ექნება ერთ-ერთ სიწმინდეს ემთხვიოს – საპატრიარქო

თომა მოციქულის ხსენების დღეს, ხვალ, სიონის საკათედრო ტაძარში წმინდა მოციქულის თავის ქალის ნაწილს გამოაბრძანებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

„19 ოქტომბერს, თომა მოციქულის ხსენების დღეს, სიონის საკათედრო ტაძარში წირვას ჩაატარებენ მღვდელმთავრები და გამობრძანებული იქნება წმინდა თომა მოციქულის თავის ქალის ის ნაწილი, რომელიც სიონის ეკლესიაშია დაცული.

 

მთელი დღის განმავლობაში (22.00 საათამდე) მრევლს შესაძლებლობა ექნება ემთხვიოს ამ სიწმინდეს.

 

წმინდა თომა მოციქულის ლოცვითა და მეოხებით, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად) წოდებული, უფლის 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო. იგი გალილეაში დაიბადა. წმინდა მოციქულმა უფლის სიტყვა ინდოეთში იქადაგა, სადაც უამრავი ადამიანი ჭეშმარიტ სარწმუნეობაზე მოაქცია და სასწაულები აღავლინა.

 

წმინდა თომა მოციქული ქალამიდიის მეფის მუზდის ბრძანებით შუბებით განგმირეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X