16:32 | 2021-05-23 ავტორი: Prime Time

ხვალ მთლიანად მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას – გოლეთიანის 3-პუნქტიანი ულტიმატუმი ხელისუფლებას

ხვალ მთლიანად მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას – გოლეთიანის 3-პუნქტიანი ულტიმატუმი ხელისუფლებას

თუ ხვალ 12:00 საათამდე არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს მოთხოვნებზე, მთლიანად მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას. ვერავინ ვერსად ვერ შეძლებს გადაადგილებას, – ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე განაცხადა.

 


„ხვალ 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო. ჩაირთო ეს წამზომი, გადაწყვეტილება მათზეა, შესრულდება ყველა ის მოთხოვნა თუ არა.

 

იმისთვის, რომ დავაზღვიოთ ეს პროცესი, იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ამ მოთხოვნების შესრულება, აქ უნდა დავრჩეთ ბოლომდე. სანამ ხელისუფლება არ გახდება ადეკვატური ამ პროტესტის მიმართ და სანამ არ ჩაგვთვლის ერთადერთ უალტერნატივო ძალად. თუ ხვალ 12:00 საათამდე არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს მოთხოვნებზე, მთლიანად მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას. ვერავინ ვერსად ვერ შეძლებს გადაადგილება,“ – განაცხადა გოლეთიანმა.

 

 

„რიონის მცველები” ითხოვენ:

 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;

 

  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;

 

  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;

 

“რიონის მცველების” თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.

 

 

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!