21:59 | 2020-07-05 ავტორი: Prime Time

ხვალ ყველა შენი კლასელი გამოცდაზე მიდის. შენ უკვე დაამთავრე დეო… – ლანა ნიკოლეიშვილი

ხვალ ყველა შენი კლასელი გამოცდაზე მიდის. შენ უკვე დაამთავრე დეო… – ლანა ნიკოლეიშვილი

ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე ყოფნის დროს დაღუპული 16 წლის მოზარდის დედა ლანა ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

 

„დღეს ხვალის გათენებას უნდა ვნერვიულობდეთ დეო… ხვალ რომ შენთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყებოდა…ნეტა რა სპეციალობას ჩაწერდი ან რომელ უნივერსიტეტს…

 

შენც არ გამიყოლებდი გამოცდებზე, დარწმუნებული ვარ.. მერე მომიყვებოდი სულ დაწვრილებით, როგორ ჩაიარა პირველმა გამოცდამ. კარგად დაწერე თუ ისე,რა…

 

„რა საჭმელს აკეთებდი? ბავშვი გყავს ჩაბარებული“ - ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დედა მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ამბავს ეხმაურება
2020-07-05„რა საჭმელს აკეთებდი? ბავშვი გყავს ჩაბარებული“ - ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დედა მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ამბავს ეხმაურება

 

ხვალ ყველა შენი კლასელი გამოცდაზე მიდის. შენ უკვე დაამთავრე დეო…

 

ხვალ შენი ტოლი საქართველოს გული სხვანაირად იფეთქებს..

 

შენი გაჩერებულია დეო…

 

ხვალ შენი სწორების მშობლები მოსალოდნელი სიხარულის განცდებში იქნებიან.. შენი კი, მოსალოდნელი უფრო უსიხარულო და უიმედობის განცდებში.

 

ჩემო ლამაზო, რამდენი რამ გამოტოვე… როგორ სწრაფად გაიარე გასავლელი… სულ ჩქარობდი დეეე

 

ხვალაც გვესვრიან ტალახს მე და შენ დეო, სწორედ ის მშობლები, ასე რომ უხარიათ თავიანთი ცოცხალი შვილები და ერთი წამითაც არ შეუძლიათ დაენანოთ შენი და ჩვენი დაკარგული ცხოვრება!“, – წერს ნიკოლეიშვილი.

 

უბედური შემთხვევა 2019 წლის 26 მაისს ლაგოდეხში, , „ნინოსხევის ჩანჩქერთან“ მოხდა. 16 წლის მოზარდი წყალში შევიდა და გამოსვლა ვერ მოახერხა.

 

მოხდართან დაკავშირებით, გარდაცვლილი მოზარდის ორ მასწავლებელს, მათ შორის, აღმზრდელს, პროკურატურამ გულგრილობის მუხლით ბრალი წაუყენა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები