fbpx
20:08 | 2020-10-30 ავტორი: Prime Time

ხვალ აღმშენებლობის გასაღები თქვენ ხელშია, როგორც ამ ტრაქტორს მოვქოქავ, ასევე მოვქოქავ ქვეყანას. მოდით არჩევნებზე! – გიორგი ვაშაძე ამომრჩევლებს

ხვალ აღმშენებლობის გასაღები თქვენ ხელშია, როგორც ამ ტრაქტორს მოვქოქავ, ასევე მოვქოქავ ქვეყანას. მოდით არჩევნებზე! – გიორგი ვაშაძე ამომრჩევლებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მათი ხმების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

 

მისივე თქმით, საქართვლოში 31 ოქტომბრის შემდეგ წარმატების მისაღწევად დღე და ღამე ტრაქტორის ხმა და გუგუნი უნდა ისმოდეს. პარტიის პრემიერობის კანდიდატს მიაჩნია, რომ ხვალ აღმშენებლობის გასაღები თითოეული მოქალაქის ხელშია, რათა თითოეულმა საკუთარი საარჩევნო ბიულეტენით, საკუთარი გასაღებით მოქოქოს აღმშენებლობის პროცესი და ხმა მისცეს 27 ნომერს – ქვეყნის აღმშენებლობას.

 

„ეს ტრაქტორი არის აღმშენებლობის სიმბოლო და იმისათვის, რომ ეს ტრაქტორი დაიქოქოს და ჩაერთოს აღმშენებლობაში, მას სჭირდება გასაღები. ხვალ აღმშენებლობის გასაღები თითოეული მოქალაქის ხელშია, რათა თითოეულმა საკუთარი საარჩევნო ბიულეტენით, საკუთარი გასაღებით მოქოქოს აღმშენებლობის პროცესი.

 

ხვალ, როგორც ამ ტრაქტორს მოვქოქავ, ასევე მოვქოქავ ქვეყანას. მოდით არჩევნებზე! სწორედ, ხვალ გადაწყდება საქართველოს ბედი. ან აღმშენებლობა, ან – ჭაობი. 27 ნომრის და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემოხაზვა – ეს ნიშნავს აღმშენებლობის დაწყებას ქვეყანაში, ნიშნავს სიღარიბის დამარცხებას ქვეყანაში, ნიშნავს სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში, ნიშნავს ეკონომიკური კოლაფსიდან გამოსვლას ქვეყნის, ფართომასშტაბიან რეფორმებს ყველა მიმართულებით, რომელმაც უნდა მოიტანოს სიკეთე პენსიონრებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ყველა თაობისათვის ადამიანისთვის, ნიშნავს კრიმინალის და კრიმინოგენული ვითარების დასტაბილურებას ქვეყანაში, ნიშნავს, რომ ქვეყნის სათავეში მოდის საქმის მკეთებელთა გუნდი,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

R

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X