fbpx
15:06 | 2020-08-11 ავტორი: თამთა თორდია

ხუთი ცოცხლად მოსიარულე გვამი, ხუთი მკვლელი – შაქარაშვილის დის პირველი კომენტარი 5 პირის მიმართ ბრალის დამძიმებაზე 

ხუთი ცოცხლად მოსიარულე გვამი, ხუთი მკვლელი – შაქარაშვილის დის პირველი კომენტარი 5 პირის მიმართ ბრალის დამძიმებაზე 

„ხუთი არაადამიანი, ხუთი ცოცხლად მოსიარულე გვამი, ხუთი მკვლელი“ – ასე ეხმაურება გარდაცვლილი ფეხბურთელის და ანი შაქარაშვილი, გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირის მიმართ ბრალის დამძიმებას.

 

ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

 

ვინ არის 5 ბრალდებული, რომლებმაც ნაცემი შაქარაშვილი მდინარეში გადააგდეს
2020-08-11ვინ არის 5 ბრალდებული, რომლებმაც ნაცემი შაქარაშვილი მდინარეში გადააგდეს

 

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა გიორგი შაქარაშვილს გაქცევის შემდეგ არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს და გადააგდეს მდინარეში.

 

შეგახსენებთ, რომ  ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება.

 

ყველა მათგან აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული

ავტორი: თამთა თორდია
X