18:22 | 2020-07-20 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ხშირად მიდიოდა ყავის დასალევად – რას ჰყვება მეზობელი 45 წლის ქალზე, რომელმაც 30 წლის გოგო მოკლა

ხშირად მიდიოდა ყავის დასალევად – რას ჰყვება მეზობელი 45 წლის ქალზე, რომელმაც 30 წლის გოგო მოკლა

ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობაზე მეზობელი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში,  მკვლელობაში ბრალდებულს ხშირად ხედავდა, ის მოკლულთან ყავის დასალევად მიდიოდა. მას მკვლელობის ვერსიაზე საუბარი უჭირს…

 

„მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული სამი კვირის განმავლობაში, ხშირად ერთად იყვნენ, მოკლულთან ყავის დასალევად დადიოდა. რაზე გადაეკეთა ჭკუა და რა დაემართა, მე არ ვიცი, მოკლული ჩემი მეზობელი იყო.“ – ამბობს ადგილობრივი.

 

ვინ არის ქალი, რომელიც ქუთაისში საცხოვრებელ სახლში ყელგამოჭრილი ნახეს
2020-07-19ვინ არის ქალი, რომელიც ქუთაისში საცხოვრებელ სახლში ყელგამოჭრილი ნახეს

 

შეგახსენებთ, 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას #27-ში მდებარე ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ის 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილია.

 

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი დაკავებულია. მკვლელობა ბასრი იარაღით მოხდა, რაც გამოძიებას ნივთმტკიცებად აქვს საქმეში.

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +