17:11 | 2020-03-14 ავტორი: Prime Time

ხობში სასტუმროს მეპატრონე მზადაა სასტუმრო საკარანტინო ზონად დათმოს

ქალაქ ხობში არსებული სასტუმრო „დივანი“-ს დამფუძნებელი გიორგი გვასალია მზადყოფნას გამოთქვამს, აუცილებლობის შემთხვევაში თავის სასტუმროში საკარანტინო ზონა განთავსდეს. ამის შესახებ მან „პრაიმტაიმს“ განუცხადა.

 

გვასალიამ ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა აქტიურად ჩაერთონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ერთობლივი ძალებით შეძლონ მისი დამარცხება. სასტუმრო „დივანი” ხობის ცენტრში მდებარეობს და აქ 12 კეთილმოწყობილი ოთახია.

 

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი